menu icon

ჩვენ შესახებ

შპს „ინდეკო" წარმოადგენს საინვესტიციო დეველოპერულ კომპანიას. იგი დაფუძნდა 2007 წელს და მას შემდგომ პერიოდში კომპანიამ განახორციელა პროექტები ბინათმშენებლობის, საოფისე შენობების და სასტუმრო სექტორებში. ამჟამად კომპანია აგრძელებს ინვესტირებას ხსენებულ სექტორებში და ახორციელებს რამდენიმე პროექტს.

სასტუმრო ობიექტების და სამშენებლო პროცესების უკეთესად მართვისთვის კომპანიამ დააფუძნა შპს „ინდეკო სი ემ"-ი და შპს „ინდეკო ჰოსფითალითი".

„ინდეკო სი ემი" არის საკონსულტაციო და მენეჯმენტის კომპანია მშენებლობის სფეროში. მის საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო პროცესების მართვა, დაპროექტების და სამშენებლო სამუშაოების და მასალების შესყიდვების ჩათვლით.

„ინდეკო ჰოსფითალითი" ახორციელებს არსებული სასტუმროს და რესტორნის მენეჯმენტს. კომპანია ჩართული იქნება საოფისე შენობების და სასტუმრო სფეროს მომავალი პროექტების მართვაშიც.

პროექტები

დასრულებული

მიმდინარე