Open

შპს „ინდეკო" წარმოადგენს საინვესტიციო დეველოპერულ კომპანიას. იგი დაფუძნდა 2007 წელს და მას შემდგომ პერიოდში კომპანიამ განახორციელა პროექტები ბინათმშენებლობის, საოფისე შენობების და სასტუმრო სექტორებში. ამჟამად კომპანია აგრძელებს ინვესტირებას ხსენებულ სექტორებში და ახორციელებს რამდენიმე პროექტს.

სასტუმრო ობიექტების და სამშენებლო პროცესების უკეთესად მართვისთვის კომპანიამ დააფუძნა შპს „ინდეკო სი ემ"-ი და შპს „ინდეკო ჰოსფითალითი".

„ინდეკო სი ემი" არის საკონსულტაციო და მენეჯმენტის კომპანია მშენებლობის სფეროში. მის საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო პროცესების მართვა, დაპროექტების და სამშენებლო სამუშაოების და მასალების შესყიდვების ჩათვლით.

„ინდეკო ჰოსფითალითი" ახორციელებს არსებული სასტუმროს და რესტორნის მენეჯმენტს. კომპანია ჩართული იქნება საოფისე შენობების და სასტუმრო სფეროს მომავალი პროექტების მართვაშიც.

project image

დასრულებული პროექტები

horizontal line

სასტუმრო ჰაუს ჰოტელ ძველი თბილისი

სასტუმრო ჰაუს ჰოტელ ძველი თბილისი მდებარეობს ქალაქის ისტორიული უბნის შუაგულში. ეს არის 17 ნომრიანი „ბუტიკ“ ტიპის სასტუმრო, რომელიც იმგვარად არის დაპროექტებული, რათა შეითავსოს კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშის თვისებები და ამავდროულად უპასუხოს მაღალ საერთაშორისო სტანდარტს. სასტუმროსთან ფუნქციონირებს რესტორანი „ბლუ ფოქსი“.

project images
project images
project images
project images
project images
project images
project images

საცხოვრებელი სახლი ქალაქის ცენტრში

თექვსმეტ სართულიანი საცხოვრებელი სახლი მდებარეობს საბურთალოზე, შარტავას ქუჩაზე. შენობა მოიცავს ორსართულიან პარკინგის სივრცეს, კომერციულ ფართებს და ტერასებს.

project images
project images
project images
project images
project images

საოფისე შენობა თბილისის ცენტრალურ უბანში

2300 კვ.მ ფართობის ხუთსართულიანი მაღალი კლასის საოფისე შენობა ქალაქის ცენტრში. საოფისე სივრცეების გარდა, შენობას აქვს დიდი კომერციული ფართი პირველ სართულზე.

project images
project images
project images
project images
project images

მიმდინარე პროექტები

horizontal line

საცხოვრებელი სახლი ბათუმის ცენტრში - "ადმირალ რეზიდენსი"

პროექტი ითვალისწინებს უმაღლესი ხარისხის ძვირადღირებულ საცხოვრებელი სახლის მშენებლობას. შენობის პირველ სართულზე დაგეგმილია კომერციული ფართები. მეორე, მესამე და მეოთხე სართულებზე განლაგდება 13 ბინა. შენობის საერთო ფართი შეადგენს 842 კვ. მეტრს. სახლი განლაგებულია ბათუმის ცენტრში სამგზავრო ნავსადგურის მოპირდაპირე მხარეს.მშენეებლობის დროს გამოყენებული იქნება მაღალხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალა.შენობაში დამონტაჟდება ბოლო თაობის ცენტრალური გათბობის და კონდიცირების სისტემა, რავ ურზუნველყოფს კომფორტს და უსაფრთხოებას.

project images
project images
project images

საოფისე შენობა თბილისში

3680 კვ.მ. საოფისე შენობა ვაკეში. შენობის პირველ სართულზე დაგეგმილია რესტორნის და დელიკატესების მაღაზიის გახსნა. პროექტი დასრულდება 2024 წლის შემოდგომაზე.

project images
project images
project images
project images
project images
project images

სასტუმრო ჰაუს ჰოტელ ყვარელი

სასტუმრო და კურორტი ჰაუს ჰოტელ ყვარელი მდებარეობს ყვარელის მუნიციპალიტეტში. იგი გარშემორტყმულია თვალწარმტაცი ბუნებით. 40 ჰა ტერიტორიაზე განთავსებული კურორტი მოიცავს ვენახებს და პარკს და უპასუხებს დასვენების მაღალ საერთაშორისო სტანდარტებს. პროექტის დასრულება დაგეგემილია 2025 წლის გაზაფხულზე.

project images
project images
project images
project images
project images
project images

თანამედროვე ხელოვნების ფონდი

2200 კვ. მ. მშენებარე თანამედროვე სტანდარტის საგამოფენო სივრცე შედის საკურორტო კომპლექსში. პროექტის დასრულება დაგეგმილია 2025 წლის გაზაფხულზე.

project images
project images
project images
project images
project images
project images

თბილისის მშრალი პორტი

საერთაშორისო სტანდარტის სასაწყობო ფართების და საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობა. ობიექტის საერთო ფართი შეადგენს 195.546 კვ. მეტრს. პროექტის დასრულება იგეგმება 2024 წლის ზაფხულს.

project images
project images
project images
project images
project images
project images

MEET OUR PARTNERS

horizontal line